მოლდოვას ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს ხელმძღვანელობით ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოლდოვა მზადაა, მიღწეული პროგრესის საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა – ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტების გაძლიერება და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ თავდაჯერებულად სვლა“, – წერს სანდუ.
მოლდოვას პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი გუშინ აირჩია. 61 წლის ეკონომისტის, ალექსანდრუ მუნტეანუს დანიშვნა სექტემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტ მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას