ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – ცხოვრებაში რაიმე მატერიალურ სარგებელზე არ მიფიქრია – შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

ცხოვრებაში რაიმე მატერიალური სარგებელზე არ მიფიქრია. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კობა გაბუნიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, მას არანაირი სარგებელი არ მიუღია.
„მინდა განვმარტო, რომ არასდროს ცხოვრებაში რაიმე მატერიალური სარგებელზე არ მიფიქრია. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ბევრი კომპანია იყო, პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ რაიმე სარგებელი არ მიმიღია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ძლიერი იყო. უამრავი კრიტერიუმები იყო, მაგრამ ის, რომ მე ვინმეს რაიმე დავავალე… არ უნდა გამომრჩენოდა კი ბატონო. მე სარგებელს არასდროს არ ვეძებდი.
ავანსი გაცემული იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას თანაბარი შანსი ჰქონოდა. რაიმე დაინტერესება, სარგებელი და გამორჩენა არ მქონია. საქმის მასალებს ვერ გავეცანი. ტელევიზიით გავიგე, რომ კომპანიამ რაღაც არ შეასრულა. მაგრამ ამ კომპანიასთან შეწყდა თანამშრომლობა. მე, 218 ბაღის ყველა შესყიდვას და დოკუმენტაციას ვერ გავეცნობოდი. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე გამომრჩა. შესაძლოა, რაიმეს ვერ დავაკვირდი. იმხელა ბრალდებაა, 9 მილიონი ლარი, არ ვიცი.
არასდროს დავმალულვარ. ოჯახს მე ვარჩენდი, ჩემს კმაყოფაზე მყავს ჩემი ოჯახი, ასევე ჩემი მშობლებიც, მათ შორის, მეუღლის მშობლებიც. ვერავინ მთხოვდა და ვერ დამავალებდა, რომ – ამას ეს მიეცით. ყველაფერი, ობიექტურად მიმდინარეობდა”,- განაცხადა კობა გაბუნიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე 400 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა