რუსებმა ნიკოლაევს „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი და 15 დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა, – ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა კასეტური ქობინით აღჭურვილი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, – განაცხადა ვიტალი კიმმა.
თავდასხმის ადგილებზე მედიკოსები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.