ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატულ თეატრს ტოვებს

ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატულ თეატრს ტოვებს – სამხატვრო ხელმძღვანელი რომელსაც დასმა ულტიმატუმი წაუყენა, ამბობს, რომ სამსახურიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად წავა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარა თაიმსი აქვყენებს.
გამოცემა წერს, რომ ქანთარიას არ სურდა ამ ამბის გახმაურება, თუმცა ჟურნალისტს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო.
„მთავრობასთან შევთანხმდი, ყველაფერს ოფიციალური სახე ორ დღეში მიეცემა. ჯერ არ ვახმაურებთ და გირჩევთ, არ დაწეროთ,“ — განაცხადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში: არ მგონია ვინმემ შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა ამას ვერ შეცვლის