რუსული მხარის ინფორმაციით, 100-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ს რეგიონების თავზე 98 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 45 დრონი – ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს.
დრონები ასევე ჩამოაგდეს სამარის, მოსკოვის, ვორონეჟის, როსტოვის, ტულის, ლიპეცკის, რიაზანის, კურსკისა და კალუგის ოლქებში.
„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ პენზას, სამარას და სარატოვის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. დრონებით თავდასხმების რისკის გამო, შეზღუდვები დაწესდა კალუგისა და ტამბოვის აეროპორტებშიც.