ლუვრის გაძარცვის საქმეზე საფრანგეთში კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლუვრში მომხდარი გახმაურებული ძარცვის საქმეზე კიდევ ხუთი ახალი ეჭვმიტანილი დააკავეს, – ამის შესახებ გამოცემა France Info წერს.
ოთხი ეჭვმიტანილი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი მშვიდად იდგნენ გულშემატკივართა რიგში, რათა შესულიყვნენ საფეხბურთო მატჩზე „პარიზი FC“ – „ლიონი“. მეხუთე ეჭვმიტანილი მოგვიანებით აიყვანეს.
პარიზის პროკურორმა ლორა ბეკომ განმარტა, რომ ერთ-ერთი დაკავებული უკვე იყო გამომძიებელთა მხედველობის არეში, რადგან დანაშაულის ადგილზე მისი დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ის იყო ერთ-ერთი სკუტერის მძღოლი, რომლითაც მძარცველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავება მოხდა 29 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, პარიზში. პოლიციის ცნობით, დაკავება სწრაფად და ინციდენტების გარეშე წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილთა უმეტესობა მცირე სამართალდარღვევების ისტორიის მქონე პირებია. ამასთან, მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 88 მილიონ ევროს, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა