[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო

ევროლიგის მერვე ტურში „ბარსელონამ“ ბელგრადში „პარტიზანი“ 78:76 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 29:45 წუთში 24 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 10 საჯარიმო), 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
აი, რას წერს ესპანური მედია შენგელიაზე.
AS: „ქართველი თამაშს წარმართავდა და საავტორო გამარჯვება მოიპოვა. მოიგო „ბარსამ“, რადგან ამ გუნდში „თოკოა“. შეიძლება შეხვედრის სხვადსხვაგვარი ანალიზი შემოგთავაზოთ, მაგრამ არცერთი არ იქნება სრულფასოვანი, თუ მას არ გამოვარჩევთ. ის ყველა კომპონენტში შთამბეჭდვი იყო. ეს შენგელიას მატჩია, რომელიც მუდამ გვემახსოვრება“.
Marca: „ტრიუმფი. შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, რაც „ბარსელონაში“ გადმოვიდა“.
კატალონიური „სპორტი“: „ვარსკვლავური შენგელიას იდილია ბელგრადში. ის პარკეტზე საუკეთესო იყო“.
„მუნდო დეპორტივო“: „შენგელიამ და კლაიბერნმა ნოკაუტში ჩააგდეს „პარტიზანი“. თორნიკე მთავარი გმირია“.
„ბარსა“ 5 მოგებით მერვე ადგილზეა და 7 ნოემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი – “ბარსელონა” “დუბაისთან” დამარცხდა
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”
“ამას ნამდვილად არ ველოდი” – რას წერენ “ბარსელონას” ფანები თორნიკე შენგელიაზე?