“საერთაშორისო ამბებიდან – ორბანს ტრამპთანაც გაფუჭებია ურთიერთობა; ამასობაში ვენესუელას შეიძლება დაარტყან” – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
საერთაშორისო ამბებიდან: ● ორბანს ტრამპთანაც გაფუჭებია ურთიერთობა. რუსებთან ნავთობით ვაჭრობის უფლება მომეციო და ტრამპმა არაო. თუ ასე გაგრძელდა, 2026 წელს უნგრეთში ა და შეიძლება ვეღარც ბუდაპეშტში იარონ მაკამ და ირაკლიმ “ორ ფეხზე”;
● პენტაგონმა უკრაინისთვის “ტომაჰავკების” გადაცემას “მწვანე აუნთო”. მხოლოდ ტრამპის ხელმოწერას ელიან;
მშვიდობას არ აპირებს და “ომი უნდა” – შესაბამისად ომი ში გაგრძელდება რომელიმე მხარის სერიოზულად დასუსტებამდე. ამიტომაც უშედეგოდ ჩაიარა ამერიკაში პუტინის ვითომ “მშვიდობისმყოფელი” წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ვიზიტმა.
● ამასობაში ვენესუელას შეიძლება დაარტყან. მადურომ წერილი აფრინა პუტინთან, მაგრამ პუტინი შია “დაკავებული” მეოთხე წელია;
სხვათაშორის, წლებია რომ იძახით ზოგი, ამერიკა ნავთობის გამო შევიდა ერაყში (ეგ კიდევ ჯანდაბას) და ავღანეთშიო (!), რეალურად ამერიკა რომ სხვის ნავთობზე ნადირობდეს, ვენესუელა იქნებოდა ყველაზე სასურველი “ლუკმა”.
და კაი ხანია დროა მადუროს დიქტატურა დაემხოს.
● ტრამპი “თეთრ სახლს” არემონტებს. რემონტს რომ მორჩება, უეჭველი დაურეკავს ყაველას