ზურაბ მენთეშაშვილი პოლიციამ მეორედ დააკავა

ფოტო – mose
გზის გადაკეტვის ბრალდებით, პოლიციამ ზურა მენთეშაშვილი დააკავა.
ის პოლიციამ მაქანიდან იმ დროს გადმოიყვანა, როდესაც რუსთაველის გამზირს ტოვებდა.
როგორც დაკავებამდე მენთეშაშვილმა თქვა, უკვე მეორედ დააკავეს და 5 -დღიანი პატიმრობის ვადა 2 დღის წინ დაუმთავრდა.
5-დღიანში ვიჯექი ფოთში, წამიყვანეს და გუშინწინ გამოვედი, ისევ დამაკავეს – თქვა მენთეშაშვილმა.
ზურა მენთეშაშვილი „გზის გადაკეტვის გამო, “ 24 ოქტომბერსაც დააკავეს. 25-ში მოსამართლემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცოტა ხნის წინ, ასევე რუსთაველის გამზირზე დააკავეს, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ