12-წლიან სასკოლო სისტემაზე გადასვლას გეგმავს

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილის, ვლადისლავ გრიბის თქმით, მზადაა 12-წლიან სასკოლო სისტემაზე გადასასვლელად. მისი თქმით, ეს “დროის საკითხია”.
“განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 12-წლიანი სწავლება ექვსი წლის ასაკში იწყება. ჩვენი შვილები არაფრით ჩამორჩებიან იაპონელებს, ჩინელებს და ევროპელებს. ჩვენ სრულად მომზადებულები ვართ ამ გარდამავალი პერიოდისთვის. ეს მხოლოდ დროის საკითხია – დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა პანიკის გარეშე განვიხილოთ”. – თქვა გრიბმა.
მისი თქმით, რუსეთში პირველკლასელთა რაოდენობა მცირდება, თუმცა, “ამან მასწავლებლების რაოდენობის შემცირება არ უნდა გამოიწვიოს”.
ამასთან, გრიბის თქმით, 12-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პედაგოგიური პერსონალის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულებს 18 წლის ასაკში უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
“12-წლიანი სასკოლო განათლების იდეა ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად უკვე ხორციელდება. სკოლამდელ დაწესებულებებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, განათლების ბოლო წელი შეიძლება ჩაითვალოს სკოლისთვის მოსამზადებლად, ანუ “ნულოვან წლად”. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებისთვის, სადაც ასეთი პროგრამების განხორციელება შესაძლებელია”. – დაამატა გრიბმა.