2026 წელს MICE-ის ორგანიზატორებს მოუწევთ „მეტის გაკეთება ნაკლები დანახარჯებით“ – ანგარიში

2026 წელს MICE-ის ორგანიზატორებს მოუწევთ „მეტი გააკეთონ ნაკლები დანახარჯებით“ და მოქნილობა შეინარჩუნონ, რათა გაუმკლავდნენ მიმდინარე ეკონომიკურ გაურკვევლობასა და მწირ ბიუჯეტს, – ამის შესახებ ნათქვამია BCD-ის ანგარიშში.
ხარჯები კვლავ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ღონისძიებების დამგეგმავების გადაწყვეტილებებზე მომავალ წელს, განსაკუთრებით ავიაბილეთების, საკვებისა და სასმელების ფასების ზრდის გათვალისწინებით.