საქართველოს მთავრობა უკრაინას მილიონნახევრის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უგზავნის

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აწერს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
„განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე