ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი

ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, ხუთშაბათს, ტოკიოში, ისრაელის საელჩოს მახლობლად მანქანა ბარიკადებს შეეჯახა, რის შედეგადაც პოლიციელი დაშავდა.
პოლიციამ 50-წლამდე მძღოლი, სავარაუდოდ, მემარჯვენე იაპონური დაჯგუფების წევრი, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სამიზნეს იაპონიაში ისრაელის საელჩო წარმოადგენდა. ინციდენტი ტოკიოში ისრაელის საელჩოს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 60 მეტრში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო