რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტს არალეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომ ამ „არამეგობრული ქმედებების“ საპასუხოდ, რუსეთმა გააფართოვა იმ ევროპელების სია, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებათ – კონკრეტულად ვის შეეხება ეს აკრძალვები, ეს ჯერჯერობით უცნობია.




