L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს – საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს

„ეკიპმა“ პსჟ-ს გარემარბის ს შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლიგა 1-ის 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასია, როგორც ჩანს, საფრანგეთის ჩემპიონატზე ძალებს ზოგავს და ამან შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს:
„დეზირე დუეს გამოკლება „პარი სენ ჟერმენის“ შეტევისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ლუის ენრიკე იმპროვიზაციას განაგრძობს და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თავს წარმოაჩენენ. ამ დროს თვით უსმან დემბელე საჭიროებს დასვენებას. იგივე შეიძლება ითქვას ზე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, სეზონის დასაწყისში დასვენების საშუალება მიეცა. ქართველი 24 წლისაა და ჯერ კიდევ შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელად ჩაითვალოს.
ლიგა 1 არ შთააგონებს „კვარას“
გასული სეზონის მეორე ნახევარში ის ენერგიით აღსავსე მოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც, თუმცა შემდეგ აშკარად გადაიღალა, ბოლო ხანს მატჩებს შერჩევით უდგება და თავს ზოგავს. ლიგა 1-ში 8 მატჩში 1 საგოლე პასი გასულ უქმეებზე „ბრესტთან“ ჰქონდა. ხანდახან დაცვითი ფუნქციების შესრულებით და დრიბლინგებითაც არ გამოირჩევა.
ჩემპიონთა ლიგაზე კი „კვარა“ ისევ ფორმის პიკზეა. „ბარსელონასთან“ ტრავმის გამო დაპირისპირების გამოტოვების მერე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტატისტიკის გარდა სტაბილურად შესანიშნავი თამაშითაც გამოირჩევა. ქართველს ბრალს სდებენ იმაში, რომ მატჩებს შერჩევით უდგება და ლიგა 1-ში ბოლომდე არ იხარჯება, სადაც მისი აზრით, გაბრწყინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაც საეჭვოა ლუის ენრიკეს მოეწონოს და ეს დიდხანს გაგრძელდეს.
თუმცა, ესპანელ სპეციალისტს დიდი არჩევანი არ გააჩნია, მით უმეტეს დეზირე დუეს ტრავმის გათვალისწინებით და როგორც ჩანს, ქართველს ეს შესანიშნავად ესმის. აიძულებს ეს პსჟ-ს ზამთარში ახალი ფეხბურთელის დამატებას, რაც დაგეგმილი არ იყო? პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, რამეთუ გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, მოთამაშეები უკვე გამოფიტულები ჩანან, რასაც უსმან დემბელეს შემთხვევაში ვხედავთ, რომელიც ისევ საჭიროებს კლუბის სამედიცინო პერსონალის დახმარებას“.
“ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს” – ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
დიდი როტაციით “ლორიენთან” – იქნება ხვიჩა სასტარტოში?
“ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!” – მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
“ლორიენთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] “კვარა” შეცვლაზე – პსჟ-მ “ლორიენთან” დუე და ორი ქულა დაკარგა