“ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა” – თემურ ჭყონია კორუფციაზე

“ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა” – თემურ ჭყონია კორუფციაზე
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის” ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ “კორუფცია, შესაძლოა, არის, თუმცა ამას ბიზნესი ფართოდ ვერ გრძნობს”, პასუხობს და ამბობს:
“ბიზნესში ვერ გრძნობ კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია. კორუფცია არის ქვეყნის ავადმყოფობა და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს. ამ მასშტაბის კორუფცია, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, არ ვიცი, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ, ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა და ეს თანხები თუ არსებობდა საქართველოში, ესეც არ ვიცოდი. როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა – ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება? ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე. ამას წინათ, რაღაც სკოლა აჩვენეს, ისეთი ფასადი ჰქონდა და ისეთი სიბინძურე იყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს