ირაკლი – ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს – ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე: რასაც სცემენ, ისიც ტყუილია – ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია?

20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს – ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე, რასაც სცემენ, ისიც ტყუილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც გერმანიის მთავრობის პასუხებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა.
მისი თქმით, „რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცოდა, ის დადასტურდა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“.
„ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, სადამდე მივიდა ევროპული პარლამენტარიზმი?! 20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე: რასაც სცემენ, ისიც ტყუილია. მართლა, სადამდე მივიდა გერმანული და ზოგადად ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი?!
ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ როცა კითხვებზე პასუხის გაცემის გეშინია, აქ ჩანს, რომ პროცესები სუფთად არ წარიმართება. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“