ირაკლი – შეგიძლიათ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი და პროექტი ნახოთ – თუ სადმე კორუფციის ნიშნებს ნახავთ, პირადად ვაგებ პასუხს

2024 წლის თებერვლიდან მთავრობის ყველა აქტი სრულიად ღია და გამჭვირვალეა. შეგიძლიათ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი და პროექტი ნახოთ – თუ სადმე კორუფციის ნიშნებს ნახავთ, პირადად ვაგებ პასუხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მ განუცხადა.
როგორც მ ამ კონტექსტში აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა არ არის და ის სისტემის გახსნას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
“პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რასაც იმ მომენტიდან ვაკეთებთ, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა – 2024 წლის თებერვლიდან. მაქსიმალური ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ კორუფციის პერსპექტივა ნულამდე დაგვეყვანა.
2024 წლის თებერვლიდან მთავრობის ყველა აქტი არის სრულიად ღია და გამჭვირვალე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, რომ გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.
მაგალითად, ტენდერებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა ღია და გამჭვირვალე იქნება. აქაც პრაქტიკა რადიკალურად შეიცვალა. ხშირად ხდებოდა ქონების პირდაპირი წესით გასხვისება და ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. 2024 წლის თებერვლიდან ყველა ობიექტი აუქციონზე გადის. თეორიულად შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება. ეს არის მთავარი, როცა ჩვენ კორუფციის დაძლევაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მ.