“დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით” | “ოცნების” ლიდერების ვიზიტი ჩინეთში

საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის. ქართული დელეგაცია მორიგი ვიზიტით პეკინში იმყოფება. ეს არის ერთპარტიული ვიზიტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.
უკვე ცნობილია, რომ მმართველი უმრავლესობა მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობაზე იწყებს მუშაობას. მათ შორის პოლიტიკური მიმართულებით. “ქართული ოცნების” ვიზიტს პეკინში უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები თბილისში. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ევროკავშირთან დაახლოების ფონზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხელ მიიჩენევენ კომუნისტურ და ს მოკავშირე ჩინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.