რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის – თბილისის მერია

იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები – საბაგირო გზა გადადის ზამთრის სამუშაო განრიგზე. – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„პირველი ნოემბრიდან საბაგირო გზა მუშაობას, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე დაასრულებს. უცვლელი დარჩება დილის დრო – 10:00 საათი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.