პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი კლინიკიდან გამოწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გამოწერეს. ის თავისი მოვალეობების შესრულებას დისტანციურად განაგრძობს, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმები ამბობენ, რომ ოსტინი სრულად გამოჯანმრთელდა.
“მდივანი ოსტინი კარგად პროგრესირებდა მისი აქ ყოფნის განმავლობაში და მისი ძალები ძლიერდება… მისი პროგნოზი შესანიშნავია… მას შემდგომი მკურნალობა არ აქვს დაგეგმილი”, – განაცხადეს ქიმებმა, ჯონ მედოქსიმ და გრეგორი ჩესნატი უოლტერმა.
დღეს გაკეთებულ განცხადებაში ოსტინმა სამედიცინო ჯგუფს გაწეული ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
“ახლა, როდესაც მე ვაგრძელებ გამოჯანმრთელებას და ჩემი მოვალეობების შესრულებას სახლიდან, მე მსურს სრულად გამოვჯანმრთელდე და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე პენტაგონში”, – თქვა ლოიდ ოსტინმა.
შეგახსენებთ, რომ ოსტინი, დეკემბერში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პირველ იანვარს გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე:
· ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია | სამხედრო სამედიცინო ცენტრის განცხადება