შვეიცარია, 2024 წლის ოქტომბერში, უკრაინის განაღმვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

შვეიცარია, 2024 წლის ოქტომბერში, უკრაინის განაღმვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს – ამის შესახებ 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამგერდმა სთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების განაღმვა, უკრაინის მომავალი რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
“ამ წლის ოქტომბერში ჟენევაში ამ საკითხზე კონფერენცია გაიმართება”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, შვეიცარია უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად 2025-2028 წლებისთვის 1,5 მილიარდი ფრანკს გამოყოფს.