საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.
განკარგულების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.
პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.
კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს.
განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“