იზოლატორიდან გათავისუფლებული ზურაბ ცეცხლაძის პირველი კომენტარი

ვერაფერი ვერ მოკლავს პროტესტს, ვერც ციხე, ვერც შეშინება, ვერც დაშინება, ვერც შანტაჟი – ეს არის იზოლატორიდან გათავისუფლებული სამოქალაქო აქტვისტის და სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის პირველი კომენტარი, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ “პირველებთან” გააკეთა.
ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრძოლა კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება მანამდე, სანამ ქვეყანაში ის ცვლილებები არ დადგება, რომელსაც ქვეყანა და ხალხი იმსახურებს.
ვერაფერი ვერ მოკლავს პროტესტს, ვერც ციხე, ვერც შეშინება, ვერც დაშინება, ვერც შანტაჟი. ციხე არ არის უბედურება და ტრაგედია. ეს შეიძლება ყველა ადამიანმა გამოაროს და როცა ასეთ ბრძოლაში ვართ, ეს განსაცდელი ყველა ადამიანმა უნდა გამოიაროს. არაფერი უნდა გვიკვირდეს, არაფერი მოულოდნელი არ უნდა იყოს ჩვენთვის. აქედან გამომდინარე მინდა ვუთრხა რეჟიმს, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონები მიიღოთ, ვერ აამუშავეთ ამ კანონებს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ პროტესტის მაღალი დონე ნებისმიერი მანკიერი რაღაცების მიმართ, რაც ქვეყანაში გაჩნდება. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ციხე ვერ უშველის ვერაფერს. ვარწმუნებ ყველას, მზად ვართ ყველა ნებისმიერი ციხისთვის, რეალურად ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. ცვლილებები აუცილებლად მოვა და ისეთი ცვლილებები მოვა, ეს ქვეყანა და ჩვენ ხალხი რომ ვიმსახურებთ”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
ცეცხლაძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.
სამოქალაქო აქტივისტს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს