რუსეთმა სუმი დაბომბა – დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი – იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
ღამით, 31 ოქტომბერს, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ კვარტალებსა და ინფრასტრუქტურაზე განახორციელა მასირებული დარტყმები. ერთ-ერთ ცხრასართულიან კორპუსში მდებარე ხუთი ბინა და შვიდი აივანი დაიწვა. მეხანძრეებმა და მაშველებმა შენობიდან 12 მცხოვრების გაყვანა შეძლეს.
დაზიანდა ასევე კერძო სექტორი – დაიწვა ორი სამეურნეო ნაგებობა, ხოლო აფეთქების ტალღამ დააზიანა ხუთბინიანი ერთსართულიანი სახლი.
ყველაზე დიდი განადგურება და ხანძარი ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დაფიქსირდა, სადაც ცეცხლი მოგვიანებით ლიკვიდირდა. წინასწარი მონაცემებით, სულ დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის – ოთხი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს