ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების შეფრენის გამო, კიდევ ერთხელ დაიხურა

ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან შეფრენილი კონტრაბანდის გადამტანი სამი მეტეოროლოგიური ბუშტის გამო, კვლავ დაიხურა.
მედიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის საღამოს, ვილნიუსის აეროპორტი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაიხურა, რამაც 20 რეისსა და დაახლოებით 2 000 მგზავრზე იმოქმედა.
ეს იყო აეროპორტის ფუნქციონირების პირველი იძულებითი შეწყვეტა ამ კვირაში – წინა ამინდის ბუშტების დარტყმები გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში სულ ოთხი ასეთი ინციდენტი მოხდა.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ამ ამინდის ბუშტებიდან ორი საღამოს 9-დან 10 საათამდე ვარენას სასაზღვრო რაიონში იპოვეს, ერთი კი – ვილნიუსში.
ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ოთხჯერ შეაჩერა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს