ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება: ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს (ვიდეო)

“ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს.

პოლიტიკოსი კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახლა, ამაზე საუბარი, როცა ისედაც დაძაბული ვითარებაა, მისი მხრიდან სწორი არ იქნება – “ყველაფერს თავისი დრო აქვს”.

ბესელიას თქმით, საკმარისი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერებს არ ენდოს.

“ამ გავლენების გამო ბევრი პროცესი დაზიანდა” – აცხადებს პოლიტიკოსი და ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეთ მორალურ კომპრომისზე ივანიშვილთან წასვლა არ შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)