ჩვენი მოლოდინით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება – საბანკო ასოციაცია (bm.ge)

საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ შეამცირებს.
როგორც BMG-ის ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ განუცხადა, გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სებ-მა მიმდინარე წელს დარჩენილ ორ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს. შესაბამისად, ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელი იქნება.
“ჩვენი მოსაზრებით, წლის ბოლომდე 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი შენარჩუნდება. ცოტა გაზრდილია ინფლაცია და შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ განაკვეთის შემცირებასთან მიმართებით ეროვნული ბანკი რაიმე კარდინალურ ნაბიჯს გადადგამს.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის რესურსს, იცით, რომ სექტემბერში -ში [ფედერალურმა რეზერვმა] 0.25-ით შეამცირეს განაკვეთი და წლის ბოლომდე, ჯერჯერობით, ახალი მოლოდინი არ არსებობს, რომ კიდევ შემცირდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ წლის დახურვა არსებული საპროცენტო განაკვეთების პირობებში მოხდება.
ზოგადად, ლარის რესურსზე საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა, კონკურენცია არის გაზრდილი და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტს მოამარაგებს ეროვნული ბანკი ქართულ საბანკო სექტორს [ამ რესურსით], ჩვენ ამ ლარს დიდი სიამოვნებით მივიღებთ, დავაბანდებთ და, ისევ და ისევ, ეკონომიკაში გავუშვებთ”, – განაცხადა დავით რუსიამ.
bm.ge