ჩაკვეტაძე ბრუნდება – შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

„უოტფორდი“ სოციალურ ქსელებში გიორგი ჩაკვეტაძის სურათს აქვეყნებს და იტყობინება, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
ჩაკვეტაძეს ფეხის თითის ტრავმის გამო აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში ჩადგებოდა მწყობრში, მაგრამ მისი დაბრუნება რამდენიმეჯერ გადაიდო, ახლა კი როგორც ჩანს, ეს მომენტი ახლოვდება.
„უოტფორდი“ 12 ტურის შემდეგ ჩემპიონშიფში 15 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს მეორე პოზიციაზე მყოფ „მიდლსბროს“ უმასპინძლებს.
მიუხედავად არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობისა, გუნდის ახალი მწვრთნელი ხავი გრასია ირწმუნება, რომ პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებენ.
ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი გიორგის მდგომარეობა და ისაა, რომ იქნებ მან ნოემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარება შეძლოს.
· რას ბოდავთ ჩაკვე ჩამოწერილია. ნაკრებში მას აწი ისეთივე წონა აქვს, როგორც ჩივაძე ეხლა მის ასაკში რო დავაყენოთ ძირითადში
· ვაჟა მასწავლებელი ვაშა, ვაშა ამ ინფორმაციას, იქნებ გამოიხედოს უოტფორდმა და ჩვენმა ნაკრებმა თვალებში – ჰა? ჩაკვეს ფარავდეს უფალი და მალა გვენახოს კვარასთან და ჯორჯიკასთან ერთად მოედანზე!
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? – “ლივერპული” თასიდან “კრისტალ პალასმა” გამოაგდო
“უოტფორდმა” ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება – შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
საქართველო – ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
გადადის ჩაკვეტაძე “ვალენსიაში”? – მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება “ბეტისთან” ვერ ითამაშოს – ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ჩაკვეტაძის “უოტფორდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ნაკრები – ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში – “უოტფორდი” მე-17 ადგილზე დაქვეითდა
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? – ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
“უოტფორდმა” ჩიქოვანი “შარლერუაში” გაანათხოვრა
ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება – როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?