ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0015 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1514 ლარი გახდა.




