სექტემბერში თვიურ ხელფასს 985,975 ადამიანი იღებდა – PMCG

PMCG-ს დასაქმების თრექერის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 985,975 შეადგინა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 4.9%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 2.6%-ით მეტი იყო.
2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.5%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 33.6%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 5.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.0%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.