Politico – -ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის.
კომპანიის განცხადების თანახმად, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.
Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ი ს პრეზიდენტის, ს ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც ს მიერ ყირიმში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.
შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.