გალტ & თაგარტი საფონდო ბირჟებზე ინვესტირებით დაინტერესებული მომხმარებლების წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, თრეიდინგის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო.
გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა GTtrader.ge-ზე მონაწილეები უკვე რეალურ საბაზრო პროცესებში ჩაერთნენ და საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიების გამოცდაც დაიწყეს.
ჩემპიონატი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი მთავარი გამოწვევა ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევაა. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობენ. ყოველდღიურად განახლებადი ლიდერბორდის საშუალებით კი საკუთარ შედეგებს თვალს ადევნებენ.
საპრიზო ფონდი ჯამში $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
I ადგილი – $10,000
II ადგილი – $5,000
III ადგილი – $3,000
ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი – $1,000
“თრეიდინგის ჩემპიონატი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს, საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები გამოცადოს. GTtrader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მონაწილეებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, ჩვენ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს”, – აცხადებს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.
ჩემპიონატის მიმდინარეობასა და შედეგებზე თვალის მისადევნებლად ეწვიეთ GTtrader.ge-ს.




