დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის ბავშვს ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა – პროკურატურა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვების, შენახვის და 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
თბილისის პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული არასრულწლოვანს სოციალურ ქსელებში წერდა, აიძულებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, არასრულწლოვანს აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოიკითხა დაზარალებული, ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა.
ბრალდებულს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება

სანდრო ბარამიძე – 10 წელში 5 მილიარდამდე სახელმწიფო შესყიდვებზე არსებობს კორუფციის მაღალი ეჭვი, მაგრამ „ოცნებაში“ ლაპარაკობდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა კი თურმე სერიოზული პრობლემები ყოფილა? – კორუფცია სისტემურია