ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.41 თეთრით. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6582 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9067 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.
