პარტიების გაუქმებაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციოში შევიდა

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში უკვე მიიტანეს „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლითაც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა მოთხოვნილი. მომდევნო სამი დღის განმავლობაში გადაწყდება მისი რეგისტრაციის საკითხი.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია:
· „ნაციონალური მოძრაობა“;
· „ლელო – ძლიერი საქართველო“;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო ს წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.
ფორუმი