„გიორგისა და მის მეუღლეს დღეს, 30 ოქტომბერს, შვილი ექიმთან მიჰყავდათ, როდესაც ის პოლიციელებმა მანქანიდან გადაიყვანეს“ – დოკუმენტური კინოს ასოციაციის განცხადება

„გიორგისა და მის მეუღლეს დღეს, 30 ოქტომბერს, შვილი ექიმთან მიჰყავდათ, როდესაც ის პოლიციელებმა მანქანიდან გადაიყვანეს“ – დოკუმენტური კინოს ასოციაციის განცხადება
გიორგისა და მის მეუღლეს დღეს, 30 ოქტომბერს, შვილი ექიმთან მიჰყავდათ, როდესაც ის პოლიციელებმა მანქანიდან გადაიყვანეს.
გიორგი მრევლიშვილი სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, სავარაუდოდ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის, რაც ახალი კანონის მიხედვით რამდენიმედღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ხელისუფლებამ გაცხადებულად ზურგი აქცია საქართველოს ევროპულ კურსს, რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე იმართება დემონსტრაცია და პროტესტის გამოხატვის მიზნით იკეტება გზა.
გიორგი ავტორია ფილმებისა “ეროვნული გამოცდები”, “12 გაკვეთილი”, “ზურაბი” და სხვა. გიორგი ასევე აღბეჭდავდა საპროტესტო აქციებს.
ვინც გიორგის ერთხელ მაინც შეხვედრია, შეუძლებელია მასში დამნაშავე დაენახა. ის ალბათ ყველაზე უწყინარი და მშვიდობიანი კინოხელოვანია, რომელიც გვყავს ამ ინდუსტრიაში.
დოკუმენტური კინოს ასოციაცია მოითხოვს გიორგი მრევლიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სოლიდარობას უცხადებს მას“

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა