დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს 7 ნოემბერს შეხვდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 7 ნოემბერს მიიღებს“, – განაცხადა გულიაშმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე აშშ-სა და უნგრეთს შორის „ენერგეტიკის, სამხედრო-სამრეწველო, ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის სფეროებში“ შეთანხმებების დადება იგეგმება.
ასევე, გულიაშის ცნობით, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან უნგრეთში აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზების საკითხსაც განიხილავს.




