– 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახლად არჩეული მერები და საკრებულოები – 4 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩევლებს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება და ყველა საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა რაოდენობით და კონფიგურაციით, ჯამში შვიდი პარტია არის წარმოდგენილი.
„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახლად არჩეული მერები და საკრებულოები. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩევლებს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება და ყველა საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.
ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. დღეს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა რაოდენობით და კონფიგურაციით, ჯამში შვიდი პარტია არის წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, „ევროპელი სოციალისტები“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „კონსერვატორები“ და „ლელო“.
ის ფაქტი, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს ს შედგები, რომელიც იმავე მ, იმავე კანონმდებლობით და იმავე ტექნოლოგიით ჩაატარა, როგორითაც 2024 წლის , აჩვენებს, თუ რამდენად ყალბი იყო, მათი მხრიდან, პარლამენტის არჩევნების შედეგების მიღებაზე უარის თქმა. სწორედ ეს არის დემოკრატიის ძალა – ბოლოს, ხალხის ნებას ვერავინ გაექცევა.
ყველა მერს და საკრებულოს წევრს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას მათი მუნიციპალიტეტების საკეთილდღეოდ“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან