განახლებული ინფორმაციით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავდა 24 პირი.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე:
· აფეთქება ბაქოში | დაღუპულია 2 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი