– ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ

ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
„ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ს ცნობით, -ში ბირთვული იარაღის გამოცდების შესახებ მალე გამოაცხადებს.
ამასთან, მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }