დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან „საოცარი“ შეხვედრა ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კმაყოფილია ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან შეხვედრით, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გაიმართა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში.
ვაშინგტონისკენ მიმავალმა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას ის და სი ძინპინი თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპის თანახმად, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს -ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. თავის მხრივ, შეამცირებს ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახდას. ამერიკული მედიის ცნობით, ტარიფი 57%-დან 47%-მდე შემცირდება.
ტრამპის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზეც. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს ვიზიტით ეწვევა.
სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ მათ პრესისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ სამშობლოში გაემგზავრა, სი ძინპინი კი სამხრეთ კორეაში დარჩა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?