ბათუმში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა

ს მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ს 79-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე გახსნის. სხდომას, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნერიმან ცინცაძე უძღვება.
პირველ სხდომაზე აირჩევენ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს, ასევე, დარეგისტრირდება საკრებულოს ფრაქციები და დამტკიცდება საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ცნობილი გახდება საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა.
ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2024 წლის 13 დეკემბერს შესული ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით შემცირდა და ნაცვლად ოცდათხუთმეტისა, გახდა ოცდახუთი.
„2025 წლის 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრის მანდატი 25–მა კანდიდატმა მიიღო. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში პროპორციული სიით საკრებულოში 15 წევრი შევიდა. მათ შორის:
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრები გახდნენ: ივანე მაისურაძე, ნატალია ზოიძე, ლევან ბერიძე, ნერიმან ცინცაძე, დავით მიქელაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან დავითაძე, გიორგი ლომთათიძე, მამუკა კაკაბაძე, დავით მახარაძე, ალექსანდრე ბერძენიშვილი, გიორგი მურადიშვილი;
ათი მაჟორიტარული ოლქიდან ათივე მანდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა – ირაკლი თავდგირიძემ, გოჩა მგელაძემ, მინდია გოგუაძემ, ირაკლი სანადირაძემ, ლევან დოლიძემ, ჯაბა ჭანტურიამ, გალაქტიონ ორმოცაძემ, არჩილ გოგიტიძემ, ლევან ცხოიძემ და ირაკლი დევაძემ მიიღეს;
ცენტრლური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გარდა, ბარიერი სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა: „ძლიერი საქართველო – ლელო“ – ვაჟა დარჩია, „გირჩი“ – გიორგი მასალკინი და „გახარია საქართველოსთვის“- ჯემალ ანანიძე.
4 ოქტომბერს ბათუმის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე აირჩია.
გიორგი ცინცაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 80,6 პროცენტი მიიღო”,- აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა ჯემალ ანანიძემ ბათუმის საკრებულოს წერილობით მიმართა, მანდატის შეჩერების თაობაზე.