სერია A-ს მე-9 ტურში “იუვენტუსმა” “უდინეზეს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში საბა გოგლიჩიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. სამწუხაროდ, საბას მოქმედებებს “უდინეზეს” კარში 2 პენალტი მოჰყვა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დებიუტში ვლაჰოვიჩი წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლო ძანიოლომ სხვაობა აღადგინა.
მეორე ტაიმში “ბებერი ქალბატონი” გააქტიურდა, თუმცა მომენტების გარეშე არც სტუმრები დარჩნენ. 49-ე წუთზე “ბიანკონერის” საჯარიმოში გოგლიჩიძემ კალულუს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა დი გრეგორიომ ურთულესი ბურთი მოიგერია. მოწოდების სიმაღლეზე იყო “უდინეზეს” მეკარეც, მადუკა ოკოიემ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 67-ე წუთზე ფედერიკო გატის დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა და “იუვე” წინ გავიდა. შეხვედრის ბოლოს საბამ საჯარიმოში ქენან ილდიზის წინააღმდეგ იუხეშა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი შეხვედრაში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად თავად თურქმა ფეხბურთელმა აქცია და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ “ბიანკონერიმ” ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
“უდინეზე” 12 ქულით მე-9 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს “ატალანტას” უმასპინძლებს. “იუვენტუსი” 15 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად “კრემონეზეს” შეხვდება, სადაც დიდი ალბათობით ტურინულ გუნდს ლუჩანო სპალეტი უხელმძღვანელებს.
იუვენტუსი – უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (5, პენ), 1:1 ძანიოლო (45+1), 2:1 გატი (67), 3:1 ილდიზი (90+6, პენ)
· დავით 67 დღეს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა. ზოგიერთი ” პროფესორის ” გასაგონად, თურმე ორი პენალტის აკიდება მარტო ზაბარნის არ შესძლებია, თუმცა ჩვენიანი არ გაუძევებიათ, რაც შეეხება გამოცდილებას ბ- ნო სოსო, ეგ დროს მოაქვს, ჯერ ახალგაზრდები არიან. ამიტომ დიდ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ
· გელა კიდე ვიღაცას უკვირს ტოპ კლუბებმა რატომ არ იყიდესო.
· გუსანი გამიკვირდება თუ საბა ძირითადში კიდევ გამოჩნდება, ამ ბიჭს სამწუხაროდ ვერაფერს ვატყობ დონეზე თამაშის რესურსი ქონდეს…
· . ეეჰ,მხოლოდ პენალტები კი არა,გატის გოლიც,მისი ზონიდან გავიდა.გამოცდილებაზე რომ ვწერ,აქ ზოგიერთს ელეთ-მელეთი ემართება ხოლმე,მაგრამ მეორე პენალტი,სწორედ გამოუცდელობის შედეგი იყო.ილდიზი,საჯარიმოდან გადიოდა,დარწმუნებული არა ხარ რომ ბურთზე მიასწრებ და ისე რადიკალურად ითამაშა,თითქოს გარდაუვალი გოლი მოჰყვებოდა ეპიზოდს,თან ყვითელი ბარათიც უკვე ჰქონდა და ამის გამოც,უფრო ფრთხილად უნდა ეთამაშა.არადა გავიდეს,რას ეჭიდავები?არც ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასე არ იქცევა.ილდიზი კი ბრავო!მაგრად ითამაშა და 20 წლის ბიჭს,უკვე იუვენტუსის კაპიტნის სამკლაურიც გაუკეთეს.საბას ერთადერთი დადებითი,ამ თამაშიდან ის აქვს,რომ თავის ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი დღე,უკან მოიტოვა და ამის შემდეგ,მსგავსი უიღბლობა,აღარასოდეს გაუმეორდება.
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს – “უდინეზე” დამარცხდა
“უდინეზეს” მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზემ” გაიმარჯვა და მერვე ადგილზე გადავიდა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
გოგლიჩიძის გარეშე – “უდინეზე” მერვედფინალში გავიდა
სპალეტი საქმეში ბრუნდება? “იუვენტუსმა” იგორ ტუდორი გაათავისუფლა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზე” “კალიარის” დაუზავდა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი – კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს



