– სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ ს ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.
„სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.
„საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

ასევე დაგაინტერესებთ