დონალდ ტრამპი სი ძინპინს ხვდება

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უწოდა მეგობარი და დიდი ქვეყნის დიდი ლიდერი და განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის.
სი ძინპინის განცხადებით აშშ და ჩინეთი, მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ.
დღევანდელი მოლაპარაკების ძირითადი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ სფეროში არსებული პრობლემებია. საუბარი იქნება ჩინეთის როლზეც უკრაინაში ომის დასასრულებლად.
შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერების მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებიც. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრები და ჩინეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრები.
სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის წინ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა ბირთვული იარაღის გამოცდის დაუყოვნებლივ დაწყება.
ტრამპმა მიზეზად დაასახელა სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული პროგრამების გამოცდა და რუსეთი და ჩინეთი ახსენა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება