ამერიკ დღეს მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღეს აღნიშნავს. ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დამცველის მოსაგონრად, საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის მსვლელობები და საქველმოქმედო ინიციატივებია დაგეგმილი.
ამ დღის აღსანიშნად, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფილადელფიაში ჩავა, სადაც შიმშილთან მებრძოლ ერთ-ერთი ორგანიზაციის საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი, სამხრეთ კაროლინის შტატში ჩავა, სადაც ის მოსახლეობას თეთრი სახლის გზავნილს გადასცემს. ჰარისის გამოსვლის მთავარი მიზანი იქნება, რომ გაამხნეოს მოსახლეობა და წაახალისოს მათი ბრძოლა, სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის.
ამერიკელები, მარტინ ლუთერ კინგს ყოველი წლის იანვრის მესამე ორშაბათს იხსენებენ. ის ამერიკაში სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის, შავკანიანთა უფლებების, ხმის უფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონის ცენტრში, მარტინ ლუთერ კინგის მემორიალური ძეგლი დგას. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ლინკოლნის მემორიალის წინ კი, მისი ცნობილი სიტყვები – “მე მაქვს ოცნებაა” ამოტვირფრული. ცნობილი მშვიდობიანი პროტესტის დროს, კინგმა ეს სიტყვები სწორედ ლინკოლნის მემორიალის წინ წარმოთქვა.