შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.
ცნობისთვის, ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, მანქანა შევიდა და “დრიფტი” მოაწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“