“რაში ცდებიან იცით, აი, ბიძინა ივანიშვილზე აკეთებენ აქცენტს და ქართულ ოცნებაზე. ქართული ოცნება არის საშუალება, პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად ვმართო. ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ქართული ოცნება კი არ გვაერთიანებს, ეს განსხვავებაა, ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ სამშობლო გვაერთიანებს. ის იმდენად მაღლა დგას და ის რწმენა, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენა გვაქვს და საქმეში გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი, სამშობლოს სიყვარულში გვაქვს ერთმანეთთან ეს გამოცდილი – ამას ვერ იგებენ. […] მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს არის და ამიტომ ვერ ამარცხებენ ამ ძალას, ჩვენ და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს იმდენად განსხვავებული რამაა, არც პარტიას ეხება, არც ოჯახს, არც არაფერს, სამშობლოს ეხება, ყველაზე ზეპარტიულს” – თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყბელის ეთერში [სტილი დაცულია]




