“ნაპოლის” 29 წლის პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი “ტორინოსთან” მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, “სალერნიტანასთან” შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს და საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასზეც არ წაიყვანეს.
“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ზილენსკიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უფასოდ შეელევა.
ამიტომ ზილენსკი დიდი ალბათობით ამ სეზონში “ნაპოლიში” აღარ ითამაშებს და ივნისში “ინტერში” გადაბარგდება.
ის “ნაპოლიში” “ემპოლიდან” 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ 253 მატჩში 34 გოლი გაიტანა.